მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასაქონლო ნომენკლატურის კოდები შეიცვალა - შემოსავლების სამსახური

საბაჟო
02.02.24 14:43
647

2024 წლის 26 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული, „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2022 წლის რედაქციის საფუძველზე მომზადებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“

უწყების ინფორმაციით, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია უნდა განხორციელდეს აღნიშნული სეს ესნ-ის მიხედვით.

"აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს,"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი სასაქონლო კოდები იხილეთ სრულად.