მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასათბურე მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფომ თანადაფინანსებით ახალი პროგრამა დაიწყო - ბიუჯეტი ₾25 მილიონია

თანადაფინანსება
30.08.24 13:20
132

„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან “ - ასე ეწოდება სახელმწიფო თანადაფინანსებით ახალ პროგრამას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციირებით, სოფლის განვითარების სააგენტომ სასათბურე მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირების ხელშეწყობის მიზნით დაიწყო. ახალი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს.

უწყებაში განმარტავენ, რომ პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის, არასეზონურ პერიოდში.

"აღნიშნული მიზნობრიობით პოტენციურმა ბენეფიციარმა შესაძლებელია მიიღოს კომბინირებული სახის დაფინანსება, როგორც საგრანტო, ასევე პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული კრედიტის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრული დაფინანსების სახით. კრედიტის მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს და არაუმეტეს 1,000,000 ლარს, ხოლო საგრანტო დაფინანსება განისაზღვრება სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ით და გაიცემა ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ. ამასთან ჯამური დაფინანსება განისაზღვრება გაცემული სესხის თანხის არაუმეტეს 50%-ით.

პროგრამა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული თანადაფინანსების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სასათბურე მეურნეობების შექმნის წახალისებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდამჭერი მექანიზმების სარგებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი ბენეფიციარები შეძლებენ შექმნან სასათბურე მეურნეობები და შედეგად ხელი შეეწყობა ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურების იმპორტის ჩანაცვლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მათ შორის არასეზონურ პერიოდში", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები