შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე "H 145“ ვერტმფრენი შეემატა. როგორც სამინისტრო იტყობინება, მისი ოფიციალური გადაცემის ცერემონიალი გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში ჩატარდა.
"ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს", - იტყობინება შსს.
მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.
შეგახსენებთ, ვერტმფრენების შესყიდვის ხელშეკრულება Airbus-თან 2022 წლის სექტემბერში გაფორმდა და ის სამი ხომალდის შესყიდვას ითვალისწინებს. კონტრაქტის საერთო ღირებულება 27 მილიონი ევროა, შესაბამისად ერთი ვერტმფრენის და მასთან დაკავშირებული მომსახურებების საფასური 9 მილიონი ევროა.