საქართველოში ლიფტების რაოდენობის ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში 16 000 - 18 000მდე ლიფტია. საქართველოს კანონმდებლობით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ლიფტებისთვის სავალდებულოა. ოფიციალური შემოწმება კი ყოველ მესამე წელს უნდა ჩატრდეს და უნდა დადგინდეს, არის თუ არა ლიფტი უსაფრთხო, მწყობრშია, თუ არა ძირითადი ტექნიკური დეტალები. მონიტორინგს ამ მიმართულებით ეკონომიკის სამისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ უზრუნველყოფს. რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა?


































