მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასკოლო ფორმები საქართველოში ჩამოიტანეს

12

განათლების სამინისტროს კომპანია "საგანმანათლებლო რესურსების" ინფორმაციით, სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფორმების დასაწყობება, უახლოეს დღეებში კი მათი მიწოდება დაიწყება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში. უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონებში. პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება", - აღნიშნულია "საგანმანათლებლო რესურსების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების სამინისტრომ ჯერ ისევ არ იცის, ზუსტად რა ადგილებში შეძლებენ მშობლები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენას - ამის შესახებ უწყებაში bm.ge-ს დამაზუსტებელი კითხვის პასუხად განუცხადეს.

9 აგვისტოს მინისტრმა გივი მიქანაძემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც დეტალურადაა საუბარი იმაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ფორმები, რა ეღირება, როდის მოხდება მიწოდება, რომელი ლაბორატორიების ტესტირება გაიარა, თუმცა არაფერი ითქვამს, კონკრეტულად სად შეძლებენ მშობლები ყიდვას.

უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე იქმნება საიტი, სადაც მშობლებს ონლაინაც შეეძლებათ ფორმების შესყიდვა, ფიზიკურად შესყიდვისთვის ზუსტი ლოკაციები კი ამ ეტაპზე ზუსტდება და აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

ვრცლად ამ თემაზე: სამინისტრომ ჯერ ისევ არ იცის, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები