მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასწრაფოდ დეესკალაცია და გადატვირთვაა საჭირო“ - თორნიკე აბულაძე

არსი

დეველოპერული კომპანია „არსის“ აქციონერი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში დეესკალაცია და გადატვირთვაა საჭირო და ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სტუმრობისას, კერძო სექტორის მიმართ წამოყენებულ მოთხოვნებს - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები ბიზნესმენი უერთდება. ის აცხადებს, რომ ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, როგორიც პოლიცია და პატრულია, ჩამოშლილი ნდობის აღდგენას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

„პეტიციაში გაჟღერებულ პოზიციას ვეთანხმები, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ვართ ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური. ჩვენ ძალიან პრაგმატული ხალხი ვართ, რომელიც მთავრობას ემუშავება და ძალიან დიდი დისკომფორტი გვაქვს ამაზე რომ ვსაუბრობთ და აქ რომ ვიკრიბებით. საერთოდ არ გვინდა, მაგრამ გვიწევს და ეს რომ გვიწევს, ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. დღეს იმის გარჩევას ვინ წაიგო და მოიგო, კურსი შეიცვალა თუ არა მნიშვნელობა აღარ აქვს, დღეს აუცილებელი და სასწრაფოა დეესკალაცია. ყოველთვის რაც არ უნდა ხდებოდეს მთავრობა და მმართველი ძალა არის ამაზე პასუხისმგებელი.

დღეს ჩვენ ვკარგავთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ინსტიტუციებს. ერთ ღამეში დავკარგეთ პოლიცია და პატრული... ტიპმა გვერდზე გაიხედა და იმას უნდა დავურეკო რამე რომ მიჭირდეს... შეიძლება 5 ლარიც მისცე და აიღოს, გვერდზე გაიხედა - ყველაზე მძიმე რაღაც გააკეთა. წარმოვიდგინოთ ამ ინსტიტუციის მიმართ ნდობა როგორ უნდა გაჩნდეს, როცა ერთ ღამეში დავკარგეთ... თავიდან იქნება ასაწყობი... როგორ უნდა დაურეკო პატრულს და გქონდეს მისი ნდობა, რომ ის დაგეხმარება - ეს ჩამოვანგრიეთ, ამის გამო სასწრაფოდ დეესკალაცია და გადატვირთვა საჭირო.

მესმის, რომ პოზიციები ძალიან რადიკალიზირებულია. მესმის, რომ სხვადასხვა მხარეები ერთმანეთთან ვერ საუბრობენ, მაგრამ „ოცნების“ მხარდამჭერებს ვთხოვდი ერთმანეთში ისაუბრონ და კითხვები დასვან ერთმანეთში მაინც“, - განაცხადა თორნიკე აბულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები