მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო, აკვაპარკი, ჯაზ კლუბი - Lopota Spa Resort-მა კომპლექსის განვითარებაში ₾30 მილიონის ინვესტიცია ჩადო

LOPOTA

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპლექსი Lopota Spa Resort-მა ახალი პროექტების განხორციელებისთვის 30 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. შედეგად ზაფხულის სეზონის დაწყებისთვის, მაისის ბოლოს მე-16, 80-ნომრიანი სასტუმროს ახალი შენობა, ასევე აკვაპარკი, ხოლო ცოტა ხნის წინ „ლოპოტა ჯაზკლუბი“ შეემატა.

"სეზონი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ზაფხულში საკმაოდ მაღალი ინტენსივობითაა დატვირთვა. მაისის ბოლოდან ჩვენ მე-16, 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი გავხსენით, რომელსაც მალევე აკვა პარკის გახსნა შემოემატა. ახლახანს კი, კომპლექსს „ლოპოტა ჯაზკლუბიც“ დაემატა და ყოველ პარასკევიდან კვირის ჩათვლით, კლუბი ე.წ. ლაივ პროგრამებს მასპინძლობს. სამივე პროექტის ღირებულება, დაახლოებით 30 მლნ ლარს შეადგენს“, - ამბობს Lopota Spa Resort-ის კომერციული დირექტორი მაკა ღლიღვაშვილი კომპლექსის განვითარების შესახებ BM.GE-სთან საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე სასტუმრო 90%-მდე დატვირთვით მუშაობს და ქართველებთან ერთად უცხო ქვეყნის სტუმრებსაც მასპინძლობს.

ინფორმაციისთვის, Lopota Spa Resort-ის დასასვენებელი კომპლექსი კახეთში 2008 წლიდან ამოქმედდა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს ოთხივე სეზონზე სთავაზობს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, კომპლექსში სასტუმრო ნომრების რაოდენობა 300-მ გადააჭარბა და ჯამში, დაახლოებით 450 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები