მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო Greenwood: ბაკურიანს ბოლო პერიოდში ძალიან უჭირს

Greenwood

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Greenwood-ის მენეჯერი, თიკა ხორავა BM.GE-სთან სექტორში არსებულ გამოწვევასა და ტენდენციებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო ბაკურიანში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ნომრებსა და სარესტორნო სივრცეს აერთიანებს. ტურისტული ობიექტი მხოლოდ ორი სეზონი, კერძოდ ზამთარი და ზაფხული ფუნქციონირებს, ხოლო გაზაფხული და შემოდგომა იკეტება, რადგან სეზონი არ არის და ხორავას თქმით, სასტუმროს ამ პერიოდში ფუნქციონირება ზედმეტი ხარჯია.

„ზოგადად ბაკურიანს ბოლო პერიოდში ძალიან უჭირს, რადგან თოვლი არ გვაქვს. გასულ წელს მხოლოდ 50%-ით ვიყავით დატვირთულები, ისიც ჩემპიონატის ხარჯზე რომელიც ჩატარდა და როგორც მონაწილეებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს ვმასპინძლობდით.

წელსაც ტენდენცია მაღალი არ არის. 15 მარტს უკვე ვიკეტებით და ამ მონაცემებით, დაახლოებით 30-40%-ით ვიყავით დატვირთული. ამ დროისათვის, 1 ღამით განთავსების ღირებულება, საუზმით საშუალოდ 240 ლარი ღირს. ამასთან რესტორანიც გვაქვს, რომელსაც აქტიურად ვამუშავებთ. Greenwood საერთო ჯამში 10 ნომრისგან შედგება და 35-40 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. გასულ წელს, ზაფხულში არაბ, ხოლო ზამთარში რუს და უკრაინელ ტურისტებს ვმასპინძლობდით ,“-აცხადებს ხორავა.

მისივე ცნობით, წელს არანაირი გეგმა არ აქვთ და ზაფხულის ფასებიც ამჟამად უცნობია. სასტუმროში კი, ჯამში 5 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც სეზონურად მუშაობენ.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო Greenwood ეკოლოგიურად სუფთა ხის სასტუმროა, რომელიც 2017 წლიდან ბაკურიანში მდებარეობს და 10 ნომერს, ამასთან სარესტორნო სივრცეს აერთიანებს. სასტუმრო როგორც booking.ge-ზეა წარმოდგენილი, ამასთან ბევრ ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობს. სასტუმრო ბაკურიანში, 25 მეტრიან სასრიალო ტრასასთან მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები