მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო გუდაურში: 22 ნომრიდან მხოლოდ 3-4 ნომერია დაჯავშნილი, მიზეზი ომიკრონია

61e82303948c5
ლიკა გურაბანიძე
20.01.22 00:00
2538
გუდაურში მდებარე სასტუმრო “კუადრუმში” იანვარში ჯავშნები თითქმის აღარ აქვთ და 22 ნომრიდან მხოლოდ 3-4 ნომერია დაჯავშნილი, ამისი მიზეზი კი ვირუსის ახალი შტამი ომიკრონია. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნავს, დეკემბერთან შედარებით იანვარში ჯავშნები დაახლოებით 60%-ით შეუმცირდათ.

“ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში 90%-100%-ით დატვირთულები ვიყავით, ხოლო ახლა 20-30%-ით დატვირთულები ვართ. ახალი წლის შემდეგ ტურისტების კლება საგრძნობია, იანვარში ჯავშანი თითქმის არაა და თებერვალშიც ანალოგიურად, ჯავშნების რაოდენობა ჯერ მცირეა. ვირუსის ახალი შტამი ბიზნესში არასტაბილურ გარემოს ქმნის, რაც მათზე უარყოფითად მოქმედებს", - აღნიშნა ირაკლი ერისთავმა.

“კუადრუმის” დამფუძნებლის თქმით, ფასები 30%-ით შეამცირეს, რადგან ახლა მისი ზრდა სასტუმროს ტურისტებს უფრო მეტად დააკარგვინებს.

“ამჟამად სასტუმროში ფასები ნომრების მიხედვით, 75$-დან, 200$-მდე მერყეობს, ეს თანხა ტურისტების რაოდენობის კლებამდე 90$-დან 250$-მდე მერყეობდა.

ფასების გაზრდა ჩვენთვის დამაზარალებელი იქნება, ამიტომ გარკვეული აქციები გვაქვს”, - განმარტა "კუადრუმის" დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები