მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო, იახტკლუბი, კაზინო - „სილქ დეველოპმენტი" ბათუმში „სილქ თაუერსის“ მშენებლობის დაწყებას აანონსებს

648878349d440
თათია ჩაფიჩაძე
14.06.23 10:28
2913

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ დასრულების შემდეგ კომპანია „სილქ დეველოპმენტი“ სავარაუდოდ მიმდინარე წელს ბათუმში, „სილქ თაუერსის“ პროექტს დაიწყებს. როგორც კომპანიის ბიზნეს დეველოპმენტის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტი 6 ჰა ტერიტორიაზე 5 კოშკის, 2 ჰა-ზე პარკინგის და 1 ჰა-ზე იახტკლუბის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია $300-350 მლნ-მდეა, მისი განხორციელება კი 5-7-წლიან პერიოდშია შესაძლებელი.

„რაც შეეხება ბათუმში და აჭარაში ჩვენს გეგმებს, მომდევნო პროექტი იქნება „სილქ თაუერსი,“ რომელთან დაკავშირებითაც გრგ უკვე შეთანხმებული გვაქვს, პარალელურად მიმდინარეობს წამყვან არქიტექტორებთან მოლაპარაკებები.

პროექტის ჯამური ინვესტიცა იქნება $300-დან $350 მლნ, ჩვენ უკვე შეთანხმებული გვაქვს 5 კოშკის მშენებლობა 6 ჰა-ზე, ამას ემატება სახელმწიფო მიწის ნაკვეთი, სადაც 2 ჰა-ზე პარკინგი უნდა განთავსდეს, ასევე 1 ჰა-ზე ცოტა მეტია გათვალისწინებული ფართი იახტ კლუბისთვის. გვინდა, რომ თანამედროვე სტანდარტებში მოვაქციოთ ყველაფერი, რათა შევძლოთ მაღალხარისხიანი იახტების მომსახურება, რომელსაც დღეს ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. ეს თავის მხრივ მოგვიყვანს მხარჯველუნარიან ტურისტებს, რომელსაც ჯერ ისევ ვკარგავთ.

იახტკლუბის მოწყობა პირველ ეტაპზევეა გათვალისწინებული, პირველი ეტაპის მშენებლობას როცა გამოვაცხადებთ, სწორედ მასთან იქნება მიბმული, ჩვენ გვინდა რომ ეს პროექტი დავიწყოთ წელს და მგონი მოვასწრებთ", - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე ინფორმაციით, ეს ობიექტი ასევე გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ მიმართულებას, ასევე მაღალი დონის სასტუმროს და კაზინოს.

"გვინდა, მულტიფუნქციური ივენთ ჰოლის ან საკონფერენციო სივრცის მოწყობა 2000 ადამიანზე, რომელიც მოემსახურება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, შეიძლება კონცერტიც ჩატარდეს, ან გამოფენა. მგონია, რომ სწორედ ეს შეუწყობს ხელს, რომ ბათუმი ოთხსეზონიანი გახდეს. ამის მაგალითები ბევრია მსოფლიოში, მაგ. კანში, სულ დაკავებულია ეს ქალაქი ხან რეკლამის ფესტივალია, ხან კინო ფესტივალი და ხან უძრავი ქონების გამოფენა.

პროექტი მასშტაბურია, დაახლოებით 5-7 წელი გაგრძელდება, თუმცა დამოკიდებულია ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ ფაქტორებზე“, - განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციისთვის, „სილქ დეველოპენტმა“ საქართველოს ზღვისპირეთში საცხოვრებელი ბინების პირველ პროექტი „ბოტანიკოს“ მშენებლობა დაასრულა. პროექტი მართვაში „სილქ ჰოსფითალითის“ გადაეცა, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო და გასართობ ობიექტებს მართავს.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ საცხოვრებელი ბინების დეველოპმენტის მიმართულებით პირველი პროექტია, რომლის განხორციელება 2021 წელს დაიწყო. კომპლექსი 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 80 ბინაა განთავსებული. 1.5 ჰექტარზე გადანაწილებული სივრცე ბათუმიდან 9 კმ-ითაა დაშორებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის 65% უკვე გაყიდულია.

მყიდველების დიდი ნაწილი საქართველოში მცხოვრებ ან ეროვნებით ქართველებზე მოდის. საერთო გაყიდვებში 25% კი უცხოელია. მათ შორის არიან კანადიდან, გერმანიდან და უზბეკეთიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები