მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „სეროდანი“ მიმდინარე წელს კოტეჯების დამატებას გეგმავს - რა ღირს დასვენება?

სეროდანი
09.01.24 19:30
2901

თელავთან ახლოს, სოფელ შალაურში ახლადგახსნილი სასტუმრო „სეროდანი“ მიმდინარე წელს კოტეჯების დამატებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელი, ზურაბ მოდებაძე BM.GE-სთან აცხადებს, სასტუმრო 2023 წლის ბოლოს გაიხსნა და ის ხის კოტეჯებთან ერთად, სარესტორნო სივრცესა და ღია ტიპის ორ აუზს როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის აერთიანებს. მისი თქმით, სასტუმროს სრულად მოწყობაში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„სეროდანი“ დამსვენებელს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მშვიდ და კომფორტულ დასვენებას სთავაზობს და საუკეთესო ადგილია ქალაქის ხმაურისგან თავის დასაღწევად. სასტუმროს ტერიტორიიდან იშლება ალაზნის ველისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები“, - განაცხადა ზურაბ მოდებაძემ.

მისივე თქმით, სასტუმროში ნომრები 2 და 4-ადგილიანი კოტეჯების სახითაა წარმოდგენილი და ჯამში 30 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

„სასტუმროს მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია, რაც ძალიან გვახარებს. გახსნიდან რამდენიმე დღეში მივიღეთ პირველი სტუმრები და მას შემდეგ კოტეჯები სრული დატვირთვით მუშაობს. ამ ეტაპზე, ქართველი დამსვენებლები ჭარბობენ, თუმცა ველოდებით უცხოელ სტუმრებსაც. კოტეჯებში განთავსების ფასი 200 ლარიდან იწყება და 600 ლარამდე მერყეობს", - განაცხადა მან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ზურაბ მოდებაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, სასტუმროს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე კოტეჯის დამატება და ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება:"მათ შორის, სასტუმროს ტერიტორიაზე სათავგადასავლო მარშრუტების მოწყობა, საბავშვო სივრცეების დამატება და სხვა".

რაც შეეხება დასაქმებულებს, მისი თქმით, სასტუმროში ამ ეტაპზე 20 ადამიანი მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები