მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს და ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის” - "პანორამა ბახმარო"

პანორამა

ბახმაროში სასტუმრო “პანორამა ბახმარო” გასულ წელს გაიხსნა. როგორც სასტუმროს მფლობელმა გიორგი კეჭაყმაძემ BMG-ის უთხრა, სასტუმრო 31 დეკემბერს გახსნეს და ერთ თვეში უცხოელი ტურისტებიც მიიღეს. ამ ეტაპზე სასტუმრო 2024 წლის ზამთრის სეზონისთვის ემზადება.

“ ბახმარო ყოველ სეზონზე მიმზიდველია, თუმცა, გამორჩეული პერიოდი ზამთარი და ზაფხულია. წელს ბევრი დამსვენებელი გვყავდა, ზაფხულში ძირითადად ქართველი დამსვენებლები გვყავს, თუმცა ეს ზაფხული დატვირთული იყო უცხოელი ტურისტებითაც.

საკმაოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება მოგვიწია სასტუმროს მშენებლობაში. დღეის მდგომარეობით 700 000 ლარზე მეტია ის კაპიტალი, რაც უკვე დახარჯული გვაქვს აქაურობის მოწყობისთვის.  

ეს ჩვენი საოჯახო ბიზნესია, საკუთარი სახსრებით გავაკეთეთ და მთავარი ნიშაა, რომ მთელი გულით ვმასპინძლობთ სტუმრებს,” ამბობს გიორგი კეჭაყმაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები