მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ქვემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა.

მისი თქმით, დაზარალებულთათვის მობილიზებულია სასტუმროები და თუ საჭირო იქნება 90-ვე ოჯახს სასტუმროებში დააბინავებენ.

"მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, შსს-ს ყველა უწყება, ერთობლივად მიმმდინარეობს სამუშაოების და ღონისძიების გატარება. ასევე მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით.

მობილიზებული გვაქვს სასტუმროები; უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, კორპუსის ყველა ოჯახს, საუბარია 90 ოჯახზე, დავაბინავებთ. ამის შესახებ გვეცოდინება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ლაბორატორია დაასრულებს შემოწმებას. შემდეგ გვეცოდინება, რეალურად რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელეი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 პირს ეძებენ, რომელთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. 4 პირი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები