მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების წამყვანი ბრენდები Accor, Hilton და Hyatt რუსეთში ახალ პროექტებს აჩერებენ

6229c41f42234
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.22 13:51
705
სასტუმროს ინდუსტრიაში მსოფლიო წამყვანი ბრენდები Accor, Hilton da Hyatt რუსეთში ახალ სასტუმროებს აღარ გახსნიან და რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას წყვეტენ, თუმცა უკვე არსებული სასტუმროების მართვას გააგრძელებენ– წერენ უცხოური გამოცემები.

„Novotel-ისა და Ibis -ის სასტუმროების ქსელი Accor-ი აცხადებს, რომ რუსეთში დაგეგმილ გახსნებსა და პროექტებს, ასევე რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას აჩერებს, თუმცა ქვეყანაში უკვე არსებული 50-მდე სასტუმროს მართვას განაგრძობს, რათა ხელი შეუწყოს 3 500 დასაქმებულს.

სასტუმრო მენეჯმენტის ოპერაციები, მათ შორის დაჯავშნა, დისტრიბუცია, ლოიალობისა და შესყიდვის სერვისები იმ პირების მიმართ, რომლებიც სანქციების საერთაშორისო სიაში შედიან, შეჩერდება“, - წერს Financial Times.

Accor-ის შემდეგ რუსეთში ახალი პროექტების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება Hilton-მა და Hyatt-მაც მიიღეს.

„ამ დროისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ განვითარების აქტივობები და ნებისმიერი ახალი ინვესტიცია რუსეთში. მოქმედი სანქციების და აშშ-ის მთავრობის დირექტივების დაცვით, ვაგრძელებთ რუსეთში სასტუმროების ოპერაციების შეფასებას, რადგან კრიზისის გადაწყვეტის იმედი გვაქვს“, - ნათქვამია Hyatt-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Hilton Worldwide Holdings Inc-ში კი განაცხადეს, რომ რუსეთში ყველა ახალ პროექტს შეაჩერებენ და მოსკოვში არსებულ კორპორატიულ ოფისს დახურავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები