მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სასტუმროებს შეუძლიათ, რამდენი ვარსკვლავიც სურთ, იმდენი მიინიჭონ, არავინ ამოწმებს” - ქეთი მელაძე

სასტუ

წელს საქართველოს რეგიონებში მდებარე სასტუმროებისთვის, ვარსკვლავების მინიჭება დაიწყება. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია Horeca Hotel Star Georgia, ევროპულ დონორ ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს და საქართველოს რეგიონში მდებარე 2-3-ვარსკვლავიან სასტუმროებს ოფიციალურ შეფასებას მიანიჭებს.

როგორც სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტი, ქეთი მელაძე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, ქვეყანაში ჯერჯერობით, არ არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სასტუმროები რეალურად შეფასდებიან.

“საქართველოში ასეთი მდოგმარეობა: არ არსებობს სტანდარტი. არსებობენ ძალიან კარგი სასტუმროები, რაც მახარებს, მაგრამ არ არიან შეფასებული არავის მიერ, თვითმინიჭებადი ვარსკვლავები აქვთ. ნებისმიერ სასტუმროს შეგვიძლია მივანიჭოთ რამდენი ვარსკვლავიც გვინდა, არავინ შეგიმოწმებს.

აქ საწყენი რეზონანსია: უკუკავშირი ძალიან ცუდია. სტუმრებს ის არ ხვდებათ, რაც მათ სჭირდებათ, რის გამოც საქართველოში მთლიანად სასტუმროების სისტემა კარგავს ნდობას”, - აცხადებს ქეთი მელაძე.

ფედერაციის პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ საერთაშორისო ბრენდებს, რომელთა ფრენჩაიზებიც სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშია წარმოდგენილი, ოფიციალური ვარსკვლავები აქაც გადმოჰყვებათ. გარდა ამისა, ბრენდების უმრავლესობა სხვადასხვა ჰორეკა ორგანიზაციის წევრიცაა, რის გამოც მათ მიმართ ნდობა გაცილებით მაღალია.

“ფრენჩაიზის შეძენა ძალიან დიდი თანხა ჯდება, თუმცა ცნობილი ორგანიზაციები Hotel Star Union-ის წევრებიც არიან, ამიტომ როდესაც რომელიმე ქვეყანაში ასეთი დიდი ორგანიზაციაა შესული, ყველა ფრენჩაიზიან სასტუმროს უკვე პატივს სცემენ. რადგან მათი ნებისმიერი პრობლემა ცალკე მუშავდება.

მაგალითად, როცა სასტუმროებს booking.com-თან ჰქონდათ პრობლემა, გერმანიამ ეს მათ სასამართლო დავით მოუგვარა. საქართველო ასეთ ბრძოლას ვერ მოიგებს, ვერც რამდენიმე სასტუმრო ერთად, უნდა არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც მათ წარადგენს”, - აცხადებს ქეთი მელაძე.

Horeca Hotel Star Georgia საქართველოში ორგანიზაციების - Hotrec-ისა და The Hotelstars Union-ის წარმომადგენელია. შესაბამისად, სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭება საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები