მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროს ნომრები გაძვირდა, თუმცა მომგებიანობა არ გაზრდილა - ერეკლე კოკაია

63cd1b4adc709
ლიკა გურაბანიძე
22.01.23 16:02
959
“Inn ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია, 2023 წელს მთის კურორტებზე არსებულ მთავარ პრობლემად, თოვლის დეფიციტს მიიჩნევს. როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ამ მიზეზით იყო შემთხვევები, როდესაც ტურისტები, ასევე ტურისტული კომპანიები ჯავშნებს აუქმებდნენ. თუმცა, ბოლო დღეებში ხელოვნური გათოვლიანების წყალობით, სასრიალო ტრასები ჩაირთო, რაც მათ მოლოდინს უქმნის, რომ მდგომარეობას შეამსუბუქებს.

“თუ გუდაურში სასრიალოდ არ ჩადიხარ, სხვა გასაკეთებელი იქ ბევრი არაფერია, შესაბამისად, უთოვლობის გამო, ჯავშნები უქმდებოდა. ჯავშნების გაუქმება ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო. ბოლო კვირაა, რაც გუდაურში ხელოვნური გათოვლიანებით ორი სასრიალო ტრასა ჩაირთო და ეს ამ პერიოდის გადატანის საშუალებას გვაძლევს", - განმარტა კოკაიამ.

მისივე თქმით, 2022-2023 წელს განთავსების ფასები გაიზარდა და ზოგიერთ შემთხვევაში 2019 წლის მაჩვენებლებსაც 20-30%-ით გადაასწრო.

“მიუხედავად სასტუმროს ნომრებზე ფასების ზრდისა, მომგებიანობა არ გაზრდილა, რადგან სასტუმროს ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯები კიდევ უფრო არაპროპორციულად იზრდება და ის ორჯერაა მომატებული", - განმარტა კოკაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები