მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო" - ერეკლე კოკაია ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე

ერეკლე კოკაია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გააცნო. პრეზენტაციას სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და სერვისის მომწოდებლები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

BM.GE „Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელ დირექტორს, ერეკლე კოკაიას დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა.

მისი განმარტებით, შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და ბიზნესის წარმომადგენლებმა გაიგეს სად ტარდება ტურისტული გამოფენები, რომლის ფარგლებშიც ქართულ კერძო სექტორს შესაძლებლობა აქვს, რომ უცხოელ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს.

„შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. ღონისძიება შეეხებოდა იმას, თუ სად ტარდება "როუდშოუები", რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოური კერძო სექტორი ერთმანეთს შეხვდება. შესაბამისად, ვისაც სურვილი ჰქონდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობის, მათ გვითხრეს, რომ საიტზე ხელმისაწვდომია და შეგვიძლია დავრეგისტრირდეთ. ამაზე იყო საუბარი. ეს იყო უბრალოდ ინფორმაციის მიწოდება ე.წ. როუდშოუების შესახებ. კითხვა-პასუხიც ამ თემის გარშემო იყო“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები