მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ადმინისტრაციამ 31 ქვეყანაში მარკეტინგული კამპანია დაიწყო - რომელ ქვეყნებში რა ტიპის მარკეტინგული აქტივობებია იმართება?

მაია ომიაძე

ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთი ამერიკა, აზია, ავსტრალიის მიმართულებით 31 ქვეყანაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანია დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული არ არის, რა თანხების დაიხარჯება თითოეული ქვეყნის მიმართულებით და ჯამურად მარკეტინგულ აქტივობებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის მარკეტინგული აქტიბობებისა და ხარჯების შესახებ BM.GE-მ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კითხვებით ჯერ კიდევ მაისში მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია გააცნო. პრეზენტაციას სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და სერვისის მომწოდებლები დაესწრნენ.

"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზარზე ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებში მასშტაბურ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

კამპანიის ფარგლებში, 11 ქვეყანაში მასშტაბური აქტივობები ტარდება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებზე წარმოდგენილია 4 საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია.

მარკეტინგული აქტივობები მოიცავს:

  • ციფრულ კამპანიებს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში, რადიოსა და პოდკასტებში;
  • PR აქტივობებს: პრესრელიზებს, ინტერვიუებს;
  • B2B შეხვედრებს, ონლაინ ვებინარებსა და ტრენინგებს;
  • მედიისა და ინფლუენსერებისთვის ორგანიზებულ პრესტურებს;
  • გარე სარეკლამო აქტივობებს — ბანერებსა და ავტობუსების ბრენდინგს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში.

კამპანია ასევე მოიცავს როუდშოუებს და მონაწილეობას 8 მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებაში ევროპის 32 ქალაქში.

ევროპის ქვეყნებში, კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ B2B შეხვედრებსა და ვებინარებში, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ასობით ტურისტულ კომპანიასთან და მედიის წარმომადგენელთან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში.

კამპანია ერთდროულად მიმდინარეობს ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე, ყველა სტრატეგიულ ბაზარზე", - ნატქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თითოეული მიმართულებით მიმდინარე აქტივობები ასეთია:

ევროპა – გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, იტალია, ესპანეთი, ავსტრია, შვეიცარია, ფინეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, სერბეთი.
აქტივობები მოიცავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას (ITB Berlin, Top Resa Paris, Fitur, BIT Milan), პრესტურებს, სტატიებს საერთაშორისო გავლენიან გამოცემებში (Vogue, GQ, Financial Times, National Geographic Traveller, Conde Nast Traveller და სხვ.), ასევე ინტენსიურ B2B და PR კამპანიებს.

ჩინეთი – ITB China საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, B2B და B2C კამპანიები (WeChat, Weibo, REDnote), Roadshow-ები და China Ready ტრენინგები.

ინდოეთი – გამოფენები, სტატიები წამყვან გამოცემებში (Conde Nast, Travel+Leisure, Elle), ციფრული გარე რეკლამა, Roadshow-ები და Sales Mission-ები.
წარმომადგენლობა: Think Strawberries.

ახლო აღმოსავლეთი – არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, საუდის არაბეთი.
ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანია მოიცავს როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედიას, მონაწილეობას ტურისტულ გამოფენებში (ATM Dubai) და მასშტაბურ B2B შეხვედრებს.

ჩრდილოეთი ამერიკა, აზია, ავსტრალია:

აშშ – მონაწილეობა NY Travel Show-ზე, სტატიები GQ, Vogue, Conde Nast Traveller-ში;

კანადა, იაპონია, ინდონეზია, ავსტრალია, სინგაპური, სამხრეთ კორეა – თემატური პრესტურები და მედია აქტივობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები