მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასურსათო ფასების ინდექსი და პროგნოზები

BM.GE
13.07.22 13:26
307
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისი მიყოლებით მესამე თვეა, როცა მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასები ოდნავ შემცირდა. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა მაისის შემდეგ 2.3%-ით იკლო და 2022 წლის ივნისში საშუალოდ 154.2 ქულა შეადგინა.

FAO-ს ინდექსი სასურსათო საქონლის საერთაშორისო ფასებზე ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს. ივნისში მისი კლება აისახა მცენარეული ზეთის, მარცვლეულისა და შაქრის ფასებზე, ხოლო რძის პროდუქტისა და ხორცპროდუქტის ფასები გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, FAO-ს ინფორმაციით, ივნისში მარცვლეულის ფასის ინდექსი შემცირდა, თუმცა წლიურად ზრდა 27%-ს აჭარბებს. საერთაშორისო ფასები ხორბალზე ივნისში 5.7%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის მაჩვენებელს 48.5%-ით აღემატება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ივნისის ვარდნა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღებამ და სეზონურმა ხელმისაწვდომობამ ასევე, ზოგიერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში მოსავლის აღების გაუმჯობესებულმა პირობებმა და რუსეთში მაღალი მოსავლიანობის პროგნოზმა გამოიწვია. ასევე შემცირდა სიმინდის ფასი - 3.5%-ით, რომლის მიზეზიც არგენტინასა და ბრაზილიაში სეზონური ხელმისაწვდომობა და აშშ-ში მოსავლის აღების გაუმჯობესებული პირობები გახდა. 

სტუმარი: სალომე დეისაძე - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.