მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასურსათო მაღაზიებში ჩეკის საშუალო მოცულობა 16 ლარის ფარგლებშია - "თიბისი კაპიტალი"

სურსათი ყიდვა

სასურსათო მაღაზიებში ჩეკის საშუალო მოცულობა 16 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში წლიური კლება შეინიშნება, რაც მაღაზიების გაზრდილი რაოდენობით გამოწვეული ქცევის ცვლილებით აიხსნება. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ FMCG სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის თანახმად, თბილისის FMCG ბაზარი მეტწილად გაჯერებულია ორგანიზებული მოთამაშეებით, რაშიც ქსელური სუპერმარკეტები და ჰიპერმარკეტები იგულისხმება, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში კი ამ მხრივ, პენეტრაციის საკმაოდ დაბალი დონე ნარჩუნდება. თუმცა, თიბისი კაპიტალის დასკვნით, ორგანიზებული FMCG ბაზარი დიდწილად მაინც რეგიონების ხარჯზე განაგრძობს ზრდას.

თიბისი კაპიტალის მიხედვით, 2023 წელს ორგანიზებული ბაზრის წილმა ისტორიულ 36%-ს მიაღწია. ორწლიან პერსპექტივაში კი ორგანიზებული ბაზრის წილის 45%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი და ეს 2024 და მომდევნო წლებში მეტწილად რეგიონებში ექსპანსიით იქნება განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები