"სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს ეკლესიის გარეთ", - ამ სიტყვებით მიმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საეკლესიო პირებს და მრევლს. მისივე თქმით, ყველა ადამიანისთვის რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
„ეკლესია და საეკლესიო პირები გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრები, როგორც ყველა სხვა თქვენგანი. რეკომენდაციაა, რომ ეკლესიაშიც და მის გარეთაც ვიყოთ პირბადით. დავიცვათ დისტანცია. დეკემბერი და იანვარი იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირატორული დაავადება.
მოვუწოდებ საეკლესიო პირებს და მრევლს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია და სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ, ვიდრე - შიგნით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























