„სასყიდლიანი ხელშეკრულება“ - ინიციატივა უძრავი ქონების მესაკუთრეთა დაცვისთვის
BM.GE
12.05.23 19:10
• 370
აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, მხარეები მაგალითად ქირავნობის ხელშეკრულებაში ჩაწერენ, რომ მესაკუთრეს საშუალება ექნება, დამქირავებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს აღსრულების ბიუროს და მისგან დაჩქარებული წესით მიიღოს აღსრულების სერვისი.