სათამაშოების ადგილობრივი მწარმოებლები, ქართულ ხელნაკეთ ნაწარმზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ. როგორც ისინი განმარტავენ, ადგილობრივ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო სათამაშოების მიმართ ცნობიერება და ნდობა იზრდება. ინტერესი ფიქსირდება საერთაშორისო ბაზრებიდანაც, შედეგად ადგილობრივი მეწარმეების ნაწილი ექსპორტსაც ახორციელებს. სათამაშოების წარმოების მიმართულებით, მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოებაც. ქვეყანაში ხარვეზებია რეგლამენტის აღსრულების ნაწილში, რომელმაც საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოება უნდა დაამტკიცოს.
➡თამარ ბუიღლიშვილი - “ჩიკატაი”, დამფუძნებელი;
➡მანუჩარ ლობჟანიძე - "ქართული თემა", დამფუძნებელი და დირექტორი;
➡კოტე სვანიძე - “კოდალა”, დამფუძნებელი;
➡დავით გვანცელაძე - „ოდინდელი“, დამფუძნებელი;
➡ვახტანგ კობალაძე - “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”, პროგრამის კოორდინატორი;