მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატელევიზიო რეკლამის უმსხვილესი დამკვეთები / რეიტინგი 2023 - BetterFly

სტატიაში საუბარია:

სარეკლამო სააგენტო BetterFly 2023 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ყველაზე აქტიური სატელევიზიო მარკეტინგული კამპანია “კოკა-კოლას” ჰქონდა, მას შემდეგ მოდის გლობალური კომპანიის Procter & Gamble-ის სარეცხი საშუალება "არიელის" რეკლამები და ამავე კომპანიის კიდევ ერთი ბრენდის Head & Shoulders-ის შამპუნის რეკლამები. თუმცა, ჯამურად Procter & Gamble-ის ბრენდების სარეკლამო დროის მოცულობა “კოკა-კოლას” რეკლამების საეთერო დროზე მეტი იყო. მეოთხე ადგილზეა Lays-ის ჩიფსების რეკლამა, რომელიც, თავის მხრივ, Pepsico-ს ერთ-ერთ ბრენდს წარმოადგენს, მეხუთე პოზიციაზე კი “სილქნეტის” რეკლამები იმყოფება. რეიტინგში ასევე შედიან: McDonald's-ი, Oral B, PSP, არქი ჯგუფი, ყავა იაკობსი, ქოლგეითი, გლოვო, სელფი მობაილი, ფანტა, ფეირი, პანტენი, ნოვა და სხვა კომპანიები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები