პენტაგონის კოსმოსის განვითარების პროგრამის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე განსათავსებელი ხელოვნური თანამგზავრების შესაქმნელად, ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანიამ, York Space-მა და ამერიკულმა სამხედრო კონტრაქტორმა კომპანიამ, Northrop Grumman-მა მრავალმილიონიანი კონტრაქტები მიიღეს. აღნიშნული კომპანიები, ჯამში, ას ერთეულ სატელიტს შექმნიან, რომლებსაც პენტაგონი ორბიტაზე განათავსებს, სამხედრო კოსმოსური არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული ხელოვნური თანამგზავრების მთავარი დანიშნულება - დაშიფრული ინფორმაციის გადაცემა იქნება.
როგორც პენტაგონის მიერ გამოცემული სატენდერო დოკუმენტაციიდან ვიგებთ, რაოდენობრივად უფრო მეტ სატელიტს York Space-ი დაამზადებს, მაგრამ ამისთვის Northrop Grumman-ზე ნაკლებ თანხას მიიღებს. ამერიკული სამხედრო კონტრაქტორი 38 სატელიტისთვის $732 მილიონს მიიღებს, როცა კოსმოსური კომპანიას პენტაგონი 62 სატელიტის დამზადებისთვის $617 მილიონს გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხელოვნური თანამგზავრები ალფა, ანუ გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელთაც კომპანიები უკვე დიდი ხანია, რაც ავითარებენ. ბეტა ვერსიის 36 სატელიტის შესაქმნელად, მაგალითად, Northrop Grumman-მა პენტაგონისგან აგვისტოში $733 მილიონი მიიღო. საერთო ჯამში კი, პენტაგონის ეს ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება ჩინეთს და მასთან კონკურენციას, რისთვისაც აშშ-ის “კოსმოსურმა ძალებმა” კონგრესისგან ფისკალურ 2024 წელს $30 მილიარდი მოითხოვეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი, სწორედ Northrop Grumman-ისა და York Space-ის მსგავსი კომპანიებისკენ მიემართება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Northop Grumman-ი ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო მწარმოებელია მსოფლიოში, რომლის კალამს ლეგენდარული ბომბდამშენი, B-2 Spirit-ი ეკუთვნის. Northop Grumman-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $70 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის რიგით 185-ე კომპანიაა მსოფლიოში.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.