მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცალო გაყიდვების, ჰორეკა და სამშენებლო სექტორში 48-საათიანი სამუშაო კვირა უნდა დაბრუნდეს - სოსო ფხაკაძე

BAG

საცალო გაყიდვების, ჰორეკა და სამშენებლო სექტორში, თუნდაც რამდენიმე წლით 48-საათიანი სამუშაო კვირა უნდა დაბრუნდეს, - ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა განუცხადა.

სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, როცა ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ეს გადაწყვეტილება ბიზნესის დასახმარებლად მთავრობამ უნდა მიიღოს, რაც ბიზნესმენის მოლოდინით ხელისუფლების მხრიდან მიიღება.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიზნესი ასახელებს ორ მთავარ პრობლემას, ეს არის სამუშაო ძალის დეფიციტი და კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. ამიტომ, მაშინ როცა ჩვენ ზოგ სექტორში 20-22%-იანი კადრების ქრონიკული დეფიციტი გვაქვს და როცა ქვეყანა ახლა დგება ფეხზე, ეკონომიკა ახლა ვითარდება და მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, ის დარგები რომელსაც სამუშაო საათების შემცირების გამო პრობლემები შეექმნათ, სახელმწიფომ უნდა იფიქროს, რომ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს და ვფიქრობ, რომ ეს ასე მოხდება. იმიტომ, რომ ძალიან მყარი და ძლიერი არგუმენტებია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს.

მთელი წლების განმავლობაში არსებობდა ჩამონათვალი იმ დარგების, რომელიც განიცდიან სამუშაო ძალის დეფიციტს. ყველაზე მეტად უჭირს ჰორეკა ინდუსტრიას, საცალო ინდუსტრიას და სამშენებლო სექტორს. ამ სექტორებში თუნდაც რამდენიმე წლით უნდა დაბრუნდეს 48-საათიანი სამუშაო კვირა. ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი და ობიექტური ბიზნესის პრიზმიდან" - განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, გასული წლის იანვრიდან, მთავრობამ შეამცირა სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.

სიიდან დადგენილებით საერთო ჯამში 15 დარგია ამოღებული. მაგალითად, ეს შეეხო სამკერვალოებს, რესტორნებში დასაქმებულ პერსონალს, სასტუმროებს, სუპერმარკეტების კონსულტანტებს და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები