მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწარმოს გადაიარაღების შემდეგ, წარმადობა 20-ჯერ გავზარდეთ" - "ჰენკა კომბუჩა"

ჰენკა

კომპანია „ჰენკა კომბუჩა“ წარმადობა 20-ჯერ გაზარდა, - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „ჰენკას“ ქარხანა მცხეთის რაიონ სოფელ მისაქციელში მდებარეობს, რომელიც რამდენიმე თვეა სრულად გადაიარაღდა, რაშიც დაახლოებით 4 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, საწარმო ახლა უკვე სრულად ავტომატიზებულია და წარმოების პროცესიც
დაჩქარებულია.

„ჰენკა კომბუჩა ჯამში 9 გემოს მოიცავს. ესაა კლასიკური კომბუჩა, ალუბალი-ლაიმი, უშაქრო -კომბუჩა, მოცვი-ლაიმი, ჟოლო- ქინძი, ჯინჯერი-ლაიმი, მარაკუია-ჯინჯერი და საბავშვო როიბუშზე დამზადებული „კომბუჩა“ მარწყვი. ჰენკა ასევე ალკოჰოლურ „კომბუჩა“-ს ჯინის ვაწარმოებთ. ახლახან, კომპანიამ მე-9 არომატი ლაიმითა და ალუბლით დაამატა და სარეალიზაციოდ, ქსელში უკვე გაშვებულია. გარდა ამისა, აქამდე თუ პროდუქცია კლასიკური არაინდუსტრიული მეთოდით გადიოდა ფერმენტაციას, ახლა უკვე მაფერმენტირებელი ავტომატიზებული აღჭურვილობა გვაქვს, რომელშიც გაფილტრული ჟანგბადის მეშვეობით ინდუსტრიული ფერმენტაციის პროცესი მიმდინარეობს, ეს ერთის მხრივ გაცილებით სრულყოფილს ხდის ამ პროცესს და მეორეს მხრივ აჩქარებს დროში.

წარმოების გადაიარაღების შემდეგ, წარმადობა დაახლოებით 4-ჯერ გავზარდეთ. ამ დრომდე, 1 სამუშაო დღეში თუ 1500 ბოთლს ვასხამდით, ახლა საათში 30-35000 ბოთლს ვასხამთ. თვეში კი სრული დატვირთვით დაახლოებით 600-700 ათასი ბოთლის წარმოება შეგიძლია. ამასთან, ინდუსტრიულ წარმოებაზე გადასვლის შემდეგ, ჰენკას კომბუჩას გაყიდვები რეგიონებში 3 თვეა დაიწყო. კერძოდ ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში“,-აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

მისივე განმარტებით, პროდუქტი ნიშურია, შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ ქსელურ მარკეტებსა და პრემიუმ მარკეტებში არის წარმოდგენილი. ხოლო, საწარმოში, ჯამში დაახლოებით 30-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ნოემბერში პირველ ექსპორტს ისრაელის ბაზარზე განახორციელებს. ამასთან, მათი ინოვაციური პროდუქტი, წყალი D ვიტამინით, რომელიც ამ კვირისთვის შევა ქსელში, პარალელურად რუსეთის ბაზარზეც უნდა გავიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები