მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწვავი 6-10 თეთრით გაძვირდა - რა ფასად შეიძენთ ბენზინს/დიზელს?

საწვავი

საქართველოში, 24 ივნისის შემდეგ სხვადასხვა ტიპის საწვავი დაახლოებით, 6-10 თეთრით გაძვირდა.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პირველ დღეებში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების ტენდენცია, მალე შეიცვალა და 23 ივნისიდან ნავთობის ფასის შემცირება ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, საწვავის რეალიზატორი ქართული კომპანიების წარმომადგენლები BMG-სთან 24 ივნისს აცხადებდნენ, რომ ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე ახლო აღმოსავლეთში დაძაბული სიტუაცია როგორც ნავთობპროდუქტების ფასზე, ისე გააძვირა ლოგისტიკური ჯაჭვზეც უკვე აისახა, რასაც 2-3 კვირაში ადგილობრივი საწვავის ბაზარზეც ექნებოდა გავლენა. თუმცა საქართველოში საწვავის ადგილობრივი იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების ქსელებში 24 ივნისის შემდეგ სხვადასხვა ტიპის საწვავი უკვე გაძვირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მარტში ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულების შემცირება დაიწყო. საქართველოში საწვავის რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად, ქვეყნის შიგნით საწვავის კიდევ უფრო მეტად გაიაფებასაც პროგნოზირებდნენ. საწვავის გაიაფების ტენდენცია მაისშიც შენარჩუნდა. თუმცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის დაღმავალი ტრენდი, ზრდით შეიცვალა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ფასი.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 25 ივნისს შეიცვალა და 6-7 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

ეკო სუპერი - ₾3.45; გაძვირდა - 6 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.03; გაძვირდა - 6 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾2.98; გაძვირდა - 7 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾2.90; გაძვირდა - 7 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.85; გაძვირდა - 6 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾2.85; გაძვირდა - 7 თეთრი;


Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 24 ივნისს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 10 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

G-Force სუპერი - ₾3.47, გაძვირდა - 10 თეთრით;
G-Force პრემიუმი - ₾3.07, გაძვირდა - 10 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი - ₾2.97, გაძვირდა - 10 თეთრით;
ევრო რეგულარი - ₾2.87, გაძვირდა - 10 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.03, გაძვირდა - 10 თეთრით;
ევრო დიზელი - ₾2.93, გაძვირდა - 10 თეთრით;
გაზი - ₾1.69;

საწვავის გაძვირდა Socar-ის გასამართ სადგურებზეც. 25 ივნისიდან, ბენზინის და დიზელის ღირებულება დაახლოებით 5-10 თეთრით გაიზარდა. დღეისთვის აღნიშნული ბრენდის გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ასეთია:

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

ნანო სუპერი - ₾3.45;
ნანო პრემიუმი - ₾3.05;
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.85;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾2.99;
ევრო 5 დიზელი - ₾2.87;
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60

ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელების, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა მათ ქსელებში დღეს საწვავს შემდეგი ფასი ექნება:

Rompetrol-ს ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

Efix სუპერი - ₾3.45;

Efix ევრო პრემიუმი - ₾3.03;

ევრო რეგულარი - ₾2.77;

Efix ევრო დიზელი - ₾2.96;

ევრო დიზელი - ₾2.86;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

Euro Super – ₾3.44;

Premium Avangard - ₾2.93;

Euro Regular - ₾2.75;

Euro Diesel - ₾2.90;

Portal-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი:

Super - ₾2.99

Premium - ₾2.74;

Euro Regular - ₾2.54;

Euro Diesel - ₾2.74;

Effect Diesel - ₾2.54;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები