მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავი 9-10 თეთრით გაიაფდა - რომელ გასამართ სადგურებზე რა ფასად შეიძენთ ბენზინს/დიზელს?

გასამართი სადგური

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასი გაიაფებას განაგრძობს.

მარტის ბოლოს ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულების ღირებულება 10-13 თეთრით შემცირების შემდეგ, მაისის დასაწყისში ბენზინის და დიზელის ღირებულება კიდევ 9-10 თეთრით შემცირდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ფასი.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი დღეს - 6 მაისს შეიცვალა და 9-10 თეთრით გაიაფდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

ეკო სუპერი - ₾3.43; კლება - 9 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.02; კლება - 10 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾2.97; კლება - 10 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾2.89; კლება - 10 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.85; კლება - 10 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾2.84; კლება - 10 თეთრი;


Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 3 მაისს შემდეგ შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 10 თეთრით გაიაფდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

G-Force სუპერი - ₾3.43, კლება - 10 თეთრი;
G-Force პრემიუმი - ₾3.03, კლება - 10 თეთრი;
G-Force ევრო რეგულარი - ₾2.93, კლება - 10 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.83, კლება - 10 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი - ₾2.99, კლება - 10 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾2.89, კლება - 10 თეთრი;
გაზი - ₾1.69;

Socar-ის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასის ბოლო ცვლილება მარტის ბოლოს დაფიქსირდა, მაშინ ქსელში ფასები 5-10 თეთრით შემცირდა, დღეისთვის აღნიშნული ბრენდის გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ასეთია:

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

ნანო სუპერი - ₾3.50;
ნანო პრემიუმი - ₾3.10;
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.93;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.04;
ევრო 5 დიზელი - ₾2.93;
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს.

Rompetrol-ს ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

Efix სუპერი - ₾3.63;

Efix ევრო პრემიუმი - ₾3.19;

ევრო რეგულარი - ₾2.99;

Efix ევრო დიზელი - ₾3.15;

ევრო დიზელი - ₾3.05;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

Euro Super – ₾3.48;

Premium Avangard - ₾2.98;

Euro Regular - ₾2.83;

Euro Diesel - ₾2.98;

Portal-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი:

Super - ₾2.99

Premium - ₾2.79;

Euro Regular - ₾2.59;

Euro Diesel - ₾2.69;

Effect Diesel - ₾2.59;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები