მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავი ძვირდება - რა მოლოდინებია ბაზარზე?

რუსეთმა გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი აკრძალა - შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა. რუსეთის მთავრობის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივ ბაზარზე საავტომობილო საწვავის დეფიციტით არის განპირობებული, რაც ფასების მატებას იწვევს. 2023 წლის 8 თვეში საქართველომ $716 მილიონი დოლარის ღირებულის 917 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თუკი უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველო საწვავის უდიდეს ნაწილს ევროკავშირის ქვეყნებისგან - რუმინეთისა და ბულგარეთიდან ყიდულობდა, 2022 წლიდან ბაზარი რუსულ ნავთობზე გადაეწყო. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთიდან $435 მილიონი დოლარის ღირებულების 623 ათასი ტონა რუსული ნავთობი შეიძინა. შესაბამისად, მთლიანი იმპორტის 68% რუსულ საწვავზე მოდის. როგორ აისახება რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა საქართველოს საწვავის ბაზარზე?

სტუმარი: ვახტანგ იობაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები