საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ბრენდის გასამართ სადგურებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავმა გაძვირება დაიწყო.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქსელში საწვავის სხვადასხვა სახეობები დაახლოებით 2-5 თეთრით გაძვირდა.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ღირებულება ბოლო კვირებში არ შეცვლილა და დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი - ₾3.63;
ნანო პრემიუმი - ₾3.17;
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.98;
ევრო 5 დიზელი - ₾3.24;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.33;
LPG – ₾1.55
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლოს 5 აპრილს რამდენიმე თეთრით გაძვირდა და მომხმარებელს საწვავის ჩასხმა ამ ბრენდის სადგურებზე შემდეგ ფასად შეუძლია:
ეკო სუპერი - ₾3.69, ზრდა - 2 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.24, ზრდა - 5 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾3.37, ზრდა - 2 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.32, ზრდა - 2 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾3.04, ზრდა - 5 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾3.27, ზრდა - 2 თეთრი;
ვისოლ გაზი - ₾1.64;
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 2 აპრილს შეცვლილი ფასის შემდეგ დღეს - 9 აპრილს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 4 თეთრით გაძვირდა. შედეგად საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - ₾3.73;
G-Force პრემიუმი - ₾3.27;
G-Force ევრო რეგულარი - ₾3.17;
ევრო-რეგულარი - ₾3.07;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.39;
ევრო დიზელი - ₾3.29;
გაზი - ₾1.69;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში მათ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასები დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა.
Rompetrol-ს ქსელში საწვავის ღირებულება დღეისთვის ასეთია:
Efix სუპერი - 3.69 ლარი;
Efix ევრო პრემიუმი - 3.25 ლარი;
ევრო რეგულარი - 3.11 ლარი;
Efix ევრო დიზელი - 3.39 ლარი;
ევრო დიზელი - 3.29 ლარი;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Super Ecto - ₾3.58;
Premium Avangard - ₾3.10;
Euro Regular - ₾2.93;
Euro Diesel - ₾3.25;
Portal-ის გასამართ სადგურებში კი საწვავის ფასი ასეთია:
Premium - ₾2.95;
Euro Regular - ₾.2.75;
Euro Diesel - ₾3.44;
Effect Diesel - ₾3.40;
Diesel - ₾2.90;