მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ფასი 3 დოლარამდე, შესაძლოა, მომავალ წლამდე არ შემცირდეს - შტატების ენერგეტიკის მინისტრი

კრის რაიტი

აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის, კრის რაიტის განცხადებით, ამერიკაში საწვავის ფასი 3 დოლარამდე, შესაძლოა, მომავალ წლამდე არ შემცირდეს. მისი თქმით, ფასებმა პიკურ მაჩვენებელს უკვე მიაღწია, თუმცა ირანთან ომს ბაზარზე დიდი გავლენა კვლავ აქვს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ომის დაწყებამდე ერთი გალონი ბენზინის საშუალო ფასი $2.90-ს შეადგენდა.

ამჟამად კი, AAA-ის მონაცემებით, მაჩვენებელი საშუალოდ $4.04-მდეა გაზრდილი. რაიტმა აღნიშნა, რომ ფასების კლება მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, ფასების მკვეთრი მატება ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ გამოიწვია. საუბარია სანაოსნო მარშრუტზე, რომელზეც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის. შესაბამისად, მას ენერგეტიკულ ბაზარზე კრიტიკული გავლენა აქვს. ცნობისთვის, გასულ უქმეებზე ირანმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ხელახლა გამოაცხადა და ორ ტანკერს ცეცხლი გაუხსნა. აღნიშნული ინციდენტი აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ მოხდა, რამაც შეხვედრის ალბათობა მინიმუმამდე შეამცირა.

ამერიკელი დიპლომატები ირანელ კოლეგებთან შეხვედრას პაკისტანის დედაქალაქში ორშაბათს გეგმავდნენ.

ცნობისთვის, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაიწყო. ომის დაწყებისთანავე თეირანმა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დააწესა, რამაც ენერგეტიკულ ბაზარზე ქაოსი გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები