მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს

საწვავი

მსოფლიო ბაზარზე საწვავის ზრდის ფონზე, საქართველოში ნავთობ-იმპორტიორებმა დღეს ფასი დამატებით გაზარდეს.

უკანასკნელ დღეებში ფასები საშუალოდ 6-10 თეთრით დაკორექტირდა და ევრორეგულარის ფასმა 3.95-4.08 ლარს მიაღწია; პრემიუმის ღირებულება 4.25-4.32 ლარამდე გაიზარდა; სუპერის მარკის საწვავი 4.40-4.60 ლარამდე გაიზარდა; დიზელის კატეგორიის საწვავზე კი ფასი 4.93-5.07 ლარის ფარგლებში გაიზარდა. ხოლო ბოლო თვენახევარში კი ქვეყანაში საწვავის ფასების კორექტირება 25-56 თეთრის ფარგლებშია.

გარდა საცალო მომხმარებლებისა, საწვავის ფასები გაიზარდა მთავრობისთვისაც, რომლისთვისაც ფასების გადათვლა ყოველთვიურად ხორციელდება. ოქტომბრიდან აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მთავრობისთვის ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი 41 თეთრით 3.60 ლარამდე გაიზარდა; პრემიუმის მარკის საწვავი ასევე 41 თეთრით, 3.63 ლარამდე გაიზარდა, სუპერის ფასი 42 თეთრით, 3.94 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ევროდიზელის ფასი 48 თეთრით, 4.49 ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები