მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწვავის გაძვირებამ გადაზიდვების ღირებულება 15%-ით გაზარდა" - Kairos Logistics

გადაზიდვები

საქართველოში საწვავის ფასის ზრდის ფონზე, საერთაშორისო გადაზიდვები გაძვირდა. "კაიროს ლოგისტიქსის" თანადამფუძნებლის, მიხეილ ნამადოვის განცხადებით, ბოლო ორ კვირაში გადაზიდვებზე ტარიფები 15%-ით არის გაზრდილი. 

“ვინაიდან გადაზიდვებში საწვავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, პირდაპირ პროპორციულად ისახება [საწვავის გაძვირება]. მყისიერი ზრდა არ იყო, თუმცა დაახლოებით ორკვირიან პერიოდში დავიწყეთ ფასების გადახედვა. დაახლოებით  15%-მდე გვაქვს ზრდა და ვინაიდან წლის ბოლო ყოველთვის არის აქტიური, უფრო აჩქარებს აქსელერაციის პროცესს და კიდევ უფროა მოლოდინი, რომ ტარიფები კიდევ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა მიხეილ ნამედოვმა. 

როგორც მიხეილ ნამედოვი BMG-სთან აღნიშნავს, გაძვირებული ლოგისტიკა ყოველდღიური მოხმარების პროდუქციას აძვირებს. 

“დაბალფასიან ყოველდღიურ ტვირთებზე პირდაპირპროპორციულად ისახება, მაღალფასიან კატეგორიაში კი, ხშირ შემთხვევაში, კომპანიები საკუთარი მარჟითაც ასუბსიდირებენ. ეს გაძვირება, პირველ რიგში, ყოველთვის ურტყამს ყოველდღიური მოხმარების პროდუქციას”, - აღნიშნა მიხეილ ნამედოვმა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქსელში საწვავის სხვადასხვა სახეობა 4, 5, 8 და 10 თეთრით გაძვირდა და 3 ლარს სცდება, რიგ სადგურზე კი 4 ლარსაც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები