მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწვავის კრიზისის გამო, Air Canada რიგ ფრენებს აჩერებს

air canada

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ავიასაწვავის გაორმაგებული ფასი Air Canada-ს საქმიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, ექვსი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის შიდა და ტრანსსასაზღვრო მარშრუტებზე, ფრენები დროებით შეჩერდება. კომპანიის განცხადებით, ირანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ საწვავის ღირებულება იმდენად გაიზარდა, რომ დაბალრენტაბელური რეისების შენარჩუნება ეკონომიკურად მიზანშეწონილი აღარ არის.

საავიაციო სექტორში შექმნილი ვითარება უპრეცედენტოა, რადგან ირანის ომის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ, საწვავის დეფიციტი და გაზრდილი ხარჯები მგზავრებზე პირდაპირ აისახება.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ევროპაში საწვავის მარაგების ამოწურვისა და რეისების შესაძლო მასობრივი გაუქმების შესახებ გაფრთხილება უკვე გამოსცა. მსგავსი ნაბიჯი ავიაკომპანია WestJet-მაც გადადგა, რომელმაც დაბალი მოთხოვნის მქონე მარშრუტებზე ფრენების რაოდენობა უკვე შეამცირა.

Air Canada-ს ფრენების შეჩერება კომპანიის წლიური გამტარუნარიანობის დაახლოებით 1%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები