მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[საწვავის საფასურს] საბანკო ბარათით ვერ გადაიხდით" - "ლუკოილ ჯორჯია"

ლუკოილი

"საბანკო ბარათით ვერ გადაიხდით, შესაძლებელია მხოლოდ კორპორაციულით გადახდა" - ამის შესახებ bm.ge-ს Lukoil-ის ცხელ ხაზზე განუცხადეს.

ოპერატორმა გვითხრა, რომ კორპორაციული ბარათზე თანხის შევსებაც მხოლოდ ოფისში მისვლით და ნაღდი ფულით შეგვიძლია. მიზეზად კი ტერმინალების სისტემურ ხარვეზს ასახელებენ და ირწმუნებიან, რომ აღმოფხვრისთვის მუშაობენ.

"საბანკო ბარათით ვერ გადაიხდით. შეგიძლიათ, ჩვენი კორპორაციული ბარათი თუ გაქვთ, მხოლოდ იმით გადაიხადოთ", - გვითხრა ოპერატორმა.

კითხვაზე, რამდენი ხანია რაც მსგავსი ხარვეზია, კომპანიაში გვითხრეს, რომ მეექვსე დღეა.

bm.ge ცდილობს კომპანიისგან ოფიციალური კომენტარი მოიპოვოს. რით არის განპირობებული ხარვეზი.

მსგავსი ექსპერიმენტი პირველად "ბათუმელებმა" ჩაატარა.

22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ფინანსური სანქციები დაუწესა, რაც ავტომატურად შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანიას „ლუკოილ-ჯორჯიას“.

სანქციების გამოცხადების დროს, აშშ-ის ხაზინამ დოკუმენტს დაურთო სპეციალური დანართი, სადაც განისაზღვრა, რომ 2025 წლის 21 ნოემბრამდე შეზღუდვები არ გავრცელდებოდა რუსეთს გარეთ მდებარე „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე.

თუმცა მოგვიანებით, OFAC-მა (უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი) ვადის გახანგრძლივება განაცხადა. განახლებული გადაწყვეტილებით, სანქციები „ლუკოილის“ მიმართ 2025 წლის 13 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც კომპანიებს სამკვირიან დამატებით ვადად ტოვებს ოპერაციების მოსახდენად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები