პარაგრაფი - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელმაც შეკვეთილი შავი ზღვის სანაპიროს მიზიდულობის ახალ ცენტრად აქცია. 220 ნომრიანი დასასვენებელი კომპლექსი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მშენებლობაც ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში 2017 წელს დასრულდა. 1 600 მეტრ კუბის მოცულობის აკვარიუმი, 115 მეტრზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო სასტუმროში დასაქმებულია 450 ადამიანი.


































