მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატვირთო გადაზიდვებში ბაზრის ნახევარზე მეტი უცხოურ კომპანიებზე მოდის

62d1786920b4c
მარიამ ვარადაშვილი
15.07.22 21:00
676

სამოქლაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 8 789 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი  8717 ტონა იყო. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით ტვირთბრუნვა 0.82%-ით არის გაზრდილი. სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.

BMG-მ ავიაციის სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია, ყველაზე მსხვილი სატვირთო ავიაკომპანიების შესახებ. სააგენტოს თანახმად, მიმდინარე წლის ორი კვარტლაში სატვირთო გადაზიდვების 50%-ზე მეტი უცხოურ ავიაკომპანიებზე მოდის.

საქართველოს ბაზრის ლიდერი სატვირთო ავიაკომპანიები:

1. ავიაკომპანია TURKISH A/W - 1881,346 ტონა -  (32%)

2. ავიაკომპანია CARGOLUX AIRLINES - 1172,277 ტონა - (20%)

3. ავიაკომპანია GEORGIAN AIRLINES - 701,740 ტონა (12%)

4. ავიაკომპანია CONTINENTAL AIRWAYS (FlyPRO) - 688,253 ტონა (12%)

5. ავიაკომპანია MYWAY AIRLINES - 391,561 ტონა (7%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები