სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს სატვირთო გადაზიდვები 19%-ით შემცირდა.
2022 წელს სატვირთო ავიაკომპანიების მიერ ჯამში 11 182 ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული, მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 13 758 ტონა იყო.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობაც 2.2%-ით არის შემცირებული. როგორც BMG-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უთხრეს, საქართველოს საავიაციო ბაზარზე სატვირთო გადაზიდვებით Turkish Airways-ის სატვირთო კომპანიას ბაზრის თითქმის 40% უკავია.
2022 წლის სატვირთო გადაზიდვებში ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი ასეთია:
37% TURKISH A/W (4 191,245 ტონა);
21% CARGOLUX AIRLINES (2 361,610 ტონა);
16% GEORGIAN AIRLINES (1 831,164 ტონა);
6% FLY PRO (688,253 ტონა);
4% SWIFT AIR (486,334 ტონა).