საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს კეტრინ დე ბოლს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილის პრესსამსახური იტყობინება, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოფშორების კანონსაც.
"პრეზიდენტმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორთან კეტრინ დე ბოლთან გამართული შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს და მათ შორის, ოფშორების კანონს. აღინიშნა, რომ ვითარება საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ევროპოლის ტრადიციულ თანამშრომლობას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























