Saudi Aramco-მ იემენელი ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დღეში 400,000 ბარელის წარმოების სიმძლავრის მქონე ჯაზანის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანის ოპერირება შეაჩერა. როგორც ირკვევა, შაბათს მომხდარმა იერიშმა საწარმოს გაზიფიკაციის კომბინირებული ციკლის კომპლექსი და რეზერვუარების პარკი იმდენად დააზიანა, რომ წარმოების უსაფრთხოდ გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
თუმცა მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ საკონსულტაციო კომპანია IIR-ის ანგარიშის თანახმად, Saudi Aramco აღდგენითი სამუშაოების დასრულებასა და ქარხნის ხელახლა ამოქმედებას 1 თვეზე ნაკლებ დროში, სავარაუდოდ 15 აგვისტოსთვის შეძლებს.
"ჰუსიტების" სპიკერის, იაჰია სარის განცხადებით, დაჯგუფებამ Saudi Aramco-ს ჯაზანსა და იანბუში მდებარე ობიექტებზე დარტყმები სწორედ იმ სამხედრო მოქმედებების ფარგლებში განახორციელა, რომელთა მიზანიც საუდის არაბეთის ბოლოდროინდელ დარტყმებზე პასუხის გაცემაა.




























