მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Saudi Aramco-ს მოგება დაეცა - ენერგოგიგანტმა დივიდენდი შეამცირა

Aramco

პლანეტის უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიას, Saudi Aramco-ს გასული 2024 წლის განმავლობაში არასახარბიელო შედეგები ჰქონდა. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, წლის განმავლობაში კომპანიის მოგება შემცირდა, რომელმაც 106.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნაცვლად 2023 წელს დაფიქსირებული $121.3 მილიარდისა.

მოგებასთან ერთად, შემცირებულია კომპანიის წლიური შემოსავალიც, რომელიც $436.6 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად $440.8 მილიარდისა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფინანსური შედეგების გაუარესების ფონზე, Aramco-ს ხელმძღვანელობა ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობის შემცირებას აანონსებს. ამასთან, გაუარესებულია მიმდინარე 2025 წლის ჯამური დივიდენდური პროგნოზი, რომელიც $85.4 მილიარდით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე მოსალოდნელი $124.2 მილიარდისა.

საუდის არაბეთის უმსხვილესი კომპანიის შედეგების გაუარესება პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფებასთან, აშშ-ის მხრიდან მიწოდების გაზრდასთან და ჩინეთში მოთხოვნის შემცირებასთან. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, თუ OPEC-მა მიწოდების მოცულობა არ შეცვალა, 2025-26 წლები Aramco-სთვის გაცილებით უარესი იქნება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Saudi Aramco-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 742 მილიარდ დოლარს შეადგენს და ენერგეტიკული კომპანიების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს, რაც მისი რეზერვების მოცულობით და შემოსავლებით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები