მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი და ბაჰრეინი "სინოფარმის" ვაქცინით აცრილებისთვის მესამე დოზის დამატებას განიხილავენ

60a4e5a0ec3f2
ნათია თაქთაქიშვილი
19.05.21 22:42
1163
საუდის არაბეთი და ბაჰრეინი Sinopharm-ის ვაქცინის მესამე დოზის დამატებას განიხილავენ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა უკვე მიღებული აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ როგორც ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოები აცხადებენ, Sinopharm-ის მესამე დოზის გაკეთება მიზანშეწონილია თუ მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ ექვსი თვეა გასული.

მესამე დოზა ასევე განკუთვნილია 50 წელს გადაცილებული პირებისთვის და რისკ-ჯგუფებისთვის, ვისაც ცუდი იმუნური სისტემა აქვს.

საუდის არაბეთმა და ბაჰრეინმა Sinopharm-ის ვაქცინის მესამე დოზის დამატებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გააკეთეს განცხადება, რაც აღნიშნული ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდა, მას შემდეგ რაც სეიშელზე კოვიდ-შემთხვევები გაიზარდა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა Sinopharm-ის ვაქცინით არის აცრილი. სეიშელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქტიური შემთხვევებიდან ინფიცირებულთა 33% ორივე დოზით იყო აცრილი. თუმცა, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები და სეიშელის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, შექმნილი ეპიდვითარება არ ნიშნავს იმას, რომ „ვაქცინა არ მუშაობს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები