მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სპეციალური რეისი დღეს შესრულდება

ელ რიადი

დღეს, 4 მარტს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, საუდის არაბეთიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური ავიარეისი შესრულდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება მთავრობამ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო მიიღო.

რეგიონში რიგი ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვამ სამგზავრო შეფერხებები გამოიწვია. სპეციალური რეისები იმ მოქალაქეებისთვის ინიშნება, რომელთა ტრანსპორტირებასაც ავიაკომპანიები შექმნილი კრიზისის გამო ვერ უზრუნველყოფენ.

მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, უწყება მოუწოდებს დაუკავშირდნენ შესაბამის საელჩოებს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):

  • ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
  • ტელეფონი: +971 2 553 36 83
  • ელ-ფოსტა: [email protected]

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):

  • ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
  • ტელეფონი: +974 44 739 499
  • ელ-ფოსტა: [email protected]

შეგახსენებთ, რომ ომანიდან თბილისის მიმართულებით პირველი სპეციალური რეისი უკვე შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები