მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთის საელჩო მოქალაქეებს საქართველოში ინვესტირების შესახებ აფრთხილებს

6284ecbf7e544
გიორგი თოლორდავა
18.05.22 17:30
10088
საუდის არაბეთის საელჩო მოქალაქეებს საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირების შესახებ აფრთხილებს.

საელჩოს განცხადებით, საუდის არაბეთის იმ მოქალაქეებმა, რომელთაც საქართველოში უძრავი ქონების ან მიწის შეძენა სურთ, შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ:

1. უძრავი ქონების საინვესტიციო კონტრაქტის ხელის მოწერამდე მოქალაქეები უნდა ეწვიონ საელჩოს;

2. კონტრაქტის გაფორმებამდე რეკომენდებულია სერტიფიცირებული იურისტის დაქირავება და მასთან კონსულტაციის გავლა;

3. დოკუმენტის შევსებამდე აუცილებელია ქართული კანონმდებლობის ცოდნა და კონტრაქტის იუსტიციის სახლში გაფორმება.

საგულისხმოა, რომ საუდის არაბეთის საელჩომ აქამდეც გაავრცელა გაფრთხილება, რომელიც საქართველოში ძარცვისა და თაღლითობაში გახვევის რისკებს უკავშირდებოდა. საელჩომ აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის არაერთი მოქალაქე გამხდარა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე და ბათუმში, ევროპის მოედანზე თაღლითობის მსხვერპლი.

რისკების შესამცირებლად საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს: თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში უცნობ ადამიანებთან კონტაქტისგან, მოერიდონ ქუჩაში ძვირადღირებული ნივთებითა და სამკაულებით გასვლას და თან არ ატარონ დიდი მოცულობის ნაღდი ფული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები