საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის, პრინც აბდულაზიზ ბინ სალმანის განცხადებით, სტრატეგიულ "აღმოსავლეთ-დასავლეთის" ნავთობსადენზე დღიურმა გამტარუნარიანობამ 5.8 მილიონ ბარელს მიაღწია.
როგორც ირკვევა, სამეფოს მთავრობის წევრმა ეს განცხადება ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში, GCC 2026-ის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.
მინისტრის განმარტებით, ინფრასტრუქტურაზე გასულ თვეში მიტანილი მასშტაბური იერიშის მიუხედავად, მილსადენით სარგებლობის აღდგენა მალე მოხერხდა და ახლა ობიექტი სრული დატვირთვის მუშაობს.
ინფორმაციისთვის, 1,200-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მთავარ საბადოებს წითელი ზღვის პორტ იანბუსთან აკავშირებს. ეს მარშრუტი საუდის არაბეთს ჰორმუზის სტრატეგიული სრუტისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევს. თებერვლის მიწურულს, მაშინ როცა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის დაწყების შემდეგ სრუტე თითქმის სრულად დაიხურა, რეგიონიდან ნედლეულის ტრანსპორტირება საუდის არაბეთმა სწორედ ამ მარშრუტით დაიწყო. სამეფომ ალტერნატიული მარშრუტით იანბუს პორტისკენ დღეში 4 მილიონი ბარელი ნავთობი გადაამისამართა. საუბარია მსოფლიო ბაზრის მთლიანი მიწოდების დაახლოებით 4%-ზე.
























