საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი ემზადება მსოფლიოს უდიდესი ვიდეო თამაშების ტურნირის, კიბერსპორტის მსოფლიო ჩემპიონატის, უკვე მეორედ სამასპინძლოდ. უფრო მეტი თამაშითა და სარეკორდო საპრიზო ფონდით, ეს ღონისძიება მიზნად ისახავს საუდის არაბეთის როლის გაძლიერებას საერთაშორისო კიბერსპორტში.
2025 წლის ტურნირი წარმოადგენს $70 მილიონის საპრიზო ფონდს, რაც კიბერსპორტის ისტორიაში ყველაზე დიდია.
საპრიზო თანხა გაიყოფა რამდენიმე მიმართულებით:
- $27 მილიონი განკუთვნილია კლუბების ჩემპიონატისთვის, სადაც გამარჯვებული კლუბი მიიღებს $7 მილიონს.
- $38 მილიონი გადანაწილდება 25 სხვადასხვა თამაშის ტურნირებზე.
- $450,000 განკუთვნილია MVP ჯილდოებისთვის, რომლებიც გამოავლენენ ინდივიდუალურად საუკეთესო მოთამაშეებს.
- $5 მილიონი მოხმარდება საკვალიფიკაციო ტურნირებს, რომლებიც ტურნირის მთავარ ეტაპს წინ უძღვის.
ტურნირმა 2025 წლის ოფიციალურ გლობალურ ელჩად დანიშნა პორტუგალიელი ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.
გარდა ამისა, EWC ფონდმა გამოაცხადა რამდენიმე სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის Riot Games-თან მრავალწლიანი შეთანხმება, რომელიც მოიცავს ისეთ თამაშებს, როგორებიცაა League of Legends, Teamfight Tactics და Valorant 2027 წლამდე.
ასევე, Chess.com გახდა ტურნირის ოფიციალური პლატფორმა ჭადრაკის კომპონენტისთვის.
2025 წლის კიბერსპორტის მსოფლიო თასი მოიცავს 25 ტურნირს 24 სხვადასხვა თამაშში, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიის, სროლის, სპორტის, საბრძოლო და მობილური თამაშების მრავალფეროვნებას.
წელს სიაში დამატებულია:
- ჭადრაკი, 10-წუთიანი ბლიც ფორმატში, სადაც მონაწილეები იქნებიან დიდოსტატები, როგორებიც არიან მაგნუს კარლსენი და ჰიკარუ ნაკამურა.
- Valorant და Crossfire, რომლებიც დაემატნენ Riot Games-ს მრავალწლიან შეთანხმების შედეგად.
- Fatal Fury: City of the Wolves, რომელიც აღნიშნავს SNK-ის კლასიკური საბრძოლო თამაშის დაბრუნებას.
ღონისძიების მთავარი ელემენტია კლუბების ჩემპიონატი, ფორმატი, რომელიც აერთიანებს მრავალ თამაშში მიღწეული წარმატების სტიმულირებას.
ჩემპიონატის მოსაგებად გუნდმა უნდა მოიგოს მინიმუმ ერთი ტურნირი და მინიმუმ ორ სხვა ღონისძიებაში ასპარეზობა ტოპ 8-ში უნდა დაასრულოს.
მსოფლიო თასი ასევე უმასპინძლებს მრავალ აქტივობას, როგორიცაა კოსპლეი, ფან-შეხვედრები, ლაივ-ტრანსლაციები, კონტენტ-შემქმნელთა სივრცეები და საკონფერენციო პანელები.
2025 წლის კიბერსპორტის მსოფლიო თასი ჩატარდება 7 ივლისიდან 24 აგვისტოს პერიოდში ერ-რიადის Boulevard City-ში. ტურნირის ძირითადი ადგილი იქნება ახლად აშენებული SEF Arena, რომელიც მოიცავს 34,000 კვადრატულ მეტრს.
კომპლექსში არის ხუთი დარბაზი, მათ შორის მთავარი არენა, რომელიც იტევს 2,200 მაყურებელს. ასევე, არის სპეციალური სივრცეები პროფესიონალური გუნდების საწვრთნელად, ფან-ზონები, კაფეები და კონტენტ-შემქმნელთა სივრცეები.
ამავდროულად საუდის არაბეთი, ასევე უმასპინძლებს ისტორიაში პირველ ოლიმპიურ კიბერსპორტულ თამაშებს, მოცემულ ინიციატივას მხარს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უჭერს.
ცნობისთვის, ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, ერთ კვირიანი საშვების ფასი 999 საუდის რიალიდან ($266) იწყება, ხოლო დღიური ბილეთების ფასები მოგვიანებით გამოცხადდება.




























