მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუსიტების ნასროლი რაკეტების ნამსხვრევებმა ერ-რიადში Saudi Aramco-ს შენობა მცირედით დააზიანა

Saudi Aramco-ს სათაო ოფისი

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე Saudi Aramco-ს ადმინისტრაციული შენობა ჰუსიტების მიერ ნასროლი რაკეტების ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა დააზიანა.

ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის მცდელობამ ნაგებობას შეზღუდული ზიანი მიაყენა, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა. Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტის დროს Aramco Tower-ის რამდენიმე სართულზე მინები ჩაიმსხვრა.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ ერ-რიადისა და სამხრეთ რეგიონისკენ გაშვებული რაკეტები ჰაერშივე გაანადგურა. თავდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო ძალებმა იემენელი ჰუსიტების კუთვნილი ორი ბალისტიკური და ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

საყურადღებოა, რომ მომხდარს ქვეყანაში ნავთობის მოპოვებასა და ექსპორტირების პროცესზე გავლენა არ ჰქონია.

ინფორმაციისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჰუსიტები საუდის არაბეთის ნავთობკომპანიას ესხმიან თავს. ოქტომბერში განხორციელებული დარტყმების შედეგად, ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარე Saudi Aramco-ს სათავო ოფისს მასშტაბური ზიანი მიადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები