მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუდის არაბეთში უკრაინის და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-უკრაინა

საუდის არაბეთში უკრაინის და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. ჯიდაში გამართულ შეხვედრას სავარაუდოდ, დიდი გავლენა ექნება მომავალში აშშ-ის პოზიციასა და ზოგადად უკრაინის მხარდაჭერაზე.

ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი ხელმძღვანელობენ. უკრაინულ მხარეს კი საგარეო საქმეთა მინისტრი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი არიან წარმოადგენენ.

ოვალურ ოფისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ეს პირველი შეხვედრაა აშშ-სა და უკრაინის მაღალჩინოსნების. ზელენსკი საუდის არაბეთში გუშინ ჩავიდა და მემკვიდრე პრინცის მუჰამად ბინ სალმანს შეხვდა, თუმცა ის აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

5 მარტს მედიით გავრცელდა ცნობები, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება შეაჩერა. მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა თეთრ სახლში ზელენსკის და მისი დაპირისპირება. როგორც მოსალოდნელია დღევანდელ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც. აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე საუდის არაბეთში ამერიკის დელეგაციამ რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც უკრაინული მხარე არ მიუწვევიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები