მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთთან მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდება

შეთანხმება

საუდის არაბეთთან მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდება - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება, რა დროსაც თავის კოლეგასთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან გამართავს შეხვედრას.

„ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველო-საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გარვცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნა 2022 წელს, საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის შეხვედრაზე გადაწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები